mediaclubgeo

რუსეთი და ირანი – ბარაკ ობამას `გადამარესტარტებელი` პოლიტიკა

In პოლიტიკა on March 26, 2009 at 8:53 pm

1230646130_medvedev_obama2

ნინო კიკვაძე
მაგდა ლეკიაშვილი

თეთრმა სახლმა პარასკევს 12:01 ა.მ. გაავრცელა ჩანაწერი ირანული სუფტიტრებით – ბარაკ ობამა მიმართავს ირანის ხელისუფლებას, ირანის მოსახლეობას, ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის.

გასულ თვეს კი ობამამ რუსეთის პრეზიდენტს – მედვედევს – საიდუმლო წერილი გაუგზავნა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს 2009 წლის 20 იანვრიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ დროიდან დღემდე ცვლილებების მოლოდინი მთელ მსოფლიოს აქვს. როგორც წესი, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ახალ ურთიერთობებს, ახალ მსოფლიო პოლიტიკას ნიშნავს. ბარაკ ობამა საერთაშორისო ურთიერთობების გადასინჯვას შეეცადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა – ჰილარი კლინტონმა ჩეხეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა რომ, ა.შ.შ პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო თავდაცვას შეაჩერებს ირანის განიარაღების სანაცვლოდ. ობამა მედვედევს საიდუმლოდ გაგზავნილ წერილში იგივეს სთავაზობს (Tim Reid in Washington and Tony Halpin in Moscow).  ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო თავდაცვის მოწინააღმდეგეები იყვნენ რუსები, რადგან კრემლში თვლიდნენ რომ ეს ეჭვს ქვეშ აყენებდა რუსეთის უსაფრთხოებას.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა – ჯო ბიდენმა – მიუნხენის კონფერენციაზე თავისი პოლიტიკური გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ა.შ.შ. კვლავ გააგრძელებს მოლაპარაკებას რუსეთთან და ნატოსთან ამ სკითხზე, ვინაიდან ისინი აპროტესტებენ, არ ეთანხმებიან შტატების ამ შემოთავაზებას. ეს გეგმა ეწინააღმდეგება მათს სტრატეგიებს.

ობამა კი მიმართავს პირდაპირ ირანის მმართველობას და ქვეყანას მოიხსენიებს ირანის ისლამისტურ რესპუბლიკად. ეს არის ერთერთი პირველი სიგნალი იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია მთავრობის ცვლილებას ირანში არ გეგმავს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი ერებს შორის (საერთაშორისო საზოგადოებაში).

ირანის ოფიციალური პირებისაგან ფრთხილი და წინდახედული გამოხმაურება მოჰყვა ამ მიმართვას.

ალი აკბარ ჯავანკფერკი, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მრჩეველი აცხადებს, რომ ირანს უფრო მეტი სურს ვიდრე უბრალოდ სიტყვები. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რა გაუკეთა აშშ-მ ჩვენს ქვეყანას. ისინი უნდა მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს და ეცადონ მათს გამოსწორებას.

იყო მკაცრი კრიტიკაცა და განსხვავებული მოსაზრებებიც.

ალი ლარიჯანი, ირანში პარლამენტის პრესსპიკერი – მან
ყველაზე მეტად გააკრიტიკა ობამას ვიდეომიმართვა. ჩვენი პრობლემა ამერიკასთან არაა მხოლოდ ემოციური პრობლემა. ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ეს კომპლექსური პროგრამაა, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო. ამერიკელები ირანელთა წინააღმდეგ არიან, ისინი მხარს უჭერდნენ სადამ ჰუსეინს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში 1980 იან წლებში, რომელმაც დაახლოებით, მილიონი ირანელი შეიწირა.

კარიმ სადჯადპური ირანულ-ამერიკული ურთიერთობების ექსპერტი კი ამტკიცებს, რომ ობამას გამოსვლა მიმართული იყო, ირანის ხელისუფლებისაკენ აშშ-სა და ირანს შორის უკეთესი ურთიერთობების დასაწყებად.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური კურსი, მიმართულება, სტრატეგია ახლდება. მრავალწლიანი გაყინული ურთიერთობების შემდეგ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი – ბარაკ ობამა – პირველად ავრცელებს მიმართვას ირანის ხელისუფლებისადმი, ულოცავს მათ ახალ წელს. ასევე, რუსეთს მოუწოდებს ურთიერთობების `გადარესტარტებისაკენ~. ეს არ ეხება მხოლოდ ორ ქვეყანას. ამერიკის მომავალ გეგმებში მთელი მსოფლიო ურთიერთობების გადახედვა შედის.

Advertisement

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.