არასრულწლოვანთა გახშირებული მკვლელობები
ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად იმატებს არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილი მკვლელობების რიცხვი. მკვლევარები გამოყოფენ ახალგაზრდულ მკვლელობათა შემდეგ 4 კატეგორიას: 1. მკვლელობები სკოლაში; 2. მიბაძვითი მკვლელობები; 3. მშობელთა მკვლელობები; 4. ჯგუფური მკვლელობები. APA მონიტორ-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად სკოლაში მომხდარი მკვლელობების უმეტესი ნაწილი 14-15 წლის მოზარდების ჩადენილია. მათ არ ახასიათებთ მკვლელობებისთვის ჩვეულებრივი მოტივი-ქურდობა და/ან ყაჩაღობა, მათი მთავარი მიზანია ერთი გასროლით მოკლან მაქსიმალურად მეტი ადამიანი. მათ აქვთ ექსტრემალურად ნარცისტული ბუნება და მზად არიან დასაჯონ ის, ვინც მათ სათაყვანებელ წარმოდგენას საკუთარ თავზე ოდნავაც კი შეურაცხყოფს. A study from the National school safety center at Pepperdine University fond: school stooting dates by year 55 in 1992-1993 51 in 1993-1994 20 in 1994-1995 35 in 1995-1996 25in 1996-1997 40 in 1997-1998 სტატისტიკის მიხედვით სკოლაში ჩადენილი მკვლელობები ყველაზე ხშირად იაპონიაში ხდება, იქ, სადაც სტუდენტების უმრავლესობა დანას სისტემატურად დაატარებს. ამერიკელი მოზარდები ცეცხლსასროლ იარაღს დაატარებენ, გოგონები-დანებს!.. მიბაძვითი მკვლელობების რიცხვი, ექსპერტების შეჯამებით, ყოველწლიურად ამერიკაში 50 000-ს აღწევს. კულტ მკვლელებს ახასითებთ სატანური მიდრეკილებები; ასეთი ადამიანები იტანჯებიან გარიყულობით საზოგადოების მხრიდან და დეპრესიით. მათ სურთ სენსაციური ქმედებებით თავად გახდნენ სხვათა კულტი. მშობელთა მხრიდან შვილებისადმი ძალადობრივი ქმედებები (სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური) იწვევს მათ მკვლელებად ჩამოყალიბებას. Gang-related killers გოგონათა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სტატისტიკის თანახმად, 25 წელს არ აღემატება. სკოლაში გახშირებულმა მკვლელობებმა საერთაშორისო გამოცემების ,,International Herald tribune”-სა და “Economis”-ის ყურადღებაც მიიქცია. ა/წ 12 მარტს ,,Iinternational Herald tribune”-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით ,,school Killins shake Germany to the core”, სადაც 17 წლის მოზარდმა განაცხადა: ,,მე მაქვს იარაღი, რითაც ხვალ ჩემს ძველ სკოლას ავაფეთქებ. შესაძლოა ცოცხალი გადავრჩე, რის შესახებაც თქვენ უთუოდ ხვალ, ოთხშაბათს შეიტყობთ!” ტიმ კრესტჩერმა მოკლა 9 მოსწავლე, (8 მათგანი გოგონა იყო) 3 მასწავლებელი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ფსიქიატრიული კლინიკის წინ იდგა. გაქცეულ დამნაშავეს პოლიცია დაედევნა. მან კიდევ 2 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. გერმანიის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მკაცრი კანონები აქვს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. “იარაღის მეპატრონეებმა უნდა დაამტკიცონ იარაღის ტარების აუცილებლობა, რეგისტრაცია გაიარონ პოლიციაში და შეინახონ იარაღი საიმედო ადგილას. მიუხედავად ამისა, გერმანიის ყოველი 100 მოქალაქიდან 30 იარაღს ატარებს, თუმცა გერმანიის მაჩვენებელი ვერ შეედრება შეერთებული შტატებისა და ფინეთის მონაცემებს. აშშ-ში ყოველი 100-დან 89 იარაღს ატარებს, ხოლო ფინეთში – 45. გერმანული პრესის ინფორმაციით, დამნაშავე ტიმ კრესტჩერის მშობლებს 12 იარაღზე მეტი ჰქონდათ საკუთრებაში. დამნაშავის მამა ცნობილი ბიზნესმენი ყოფილა. ამ მკვლელობის შემდეგ სკოლაში დაინერგა მასწავლებელთა გადამზადება პოლიციელთა მიერ, მაგრამ სკოლის დირექტორის განცხადებით ,,როგორც ჩანს, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით რეცეპტს, რომელიც 100% ეფექტური იქნება.” გერმანიის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა საჯაროდ განაცხადა: ,,ჩვენ გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მაქსიმალური დაცვის საჭიროების შეგნება.”
ნათია გობეჯიშვილი ქეთი ტაბატაძე