mediaclubgeo

გაზპრომი – რუსეთის წარმატებული იარაღი

In Uncategorized on March 20, 2009 at 1:23 pm
gazprom_tank
gazprom_tank

გაზპრომი არის მსოფლიოს ყველაზე დიდი გაზკომპანია, რომელიც ორიენტირებულია გაზისა და სხვა ჰიდროკარბონატების გეოლოგიურ კვლევებზე წარმოებას, გადაზიდვას, მომარაგებასა და მარკეტინგზე. სახელმწიფო ფლობს 50,002 %-იან პაკეტს კომპანიაში. გაზპრომის მისიაა რუსეთის კლიენტებისა და გრძელვადიანი კონტრაქტების შენარჩუნება მომხმარებელთან გაზის სტაბილური და მოწესრიგებული მომარაგებით.

გაზპრომის სტრატეგიას წარმოადგენს წამყვანი პოზიციის დაკავება გლობალურ ენერგო-კომპანიებს შორის, აუთვისებელ ბაზარზე შეღწევა, მონაწილეობა ბიზნეს აქტივობებში და პარტნიორების სანდო მომარაგებით დაზღვევა.

გაზპრომი ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებულ ბუნებრივი აირის რესურსს. მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსიდან 17% და რუსეთის მარაგის 60% გაზპრომის საკუთრებაა, რაც 182,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომპანია აწარმოებს მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსის 20%-ს, ხოლო რუსეთის ბუნებრივი აირის 85%-ს. 2007 წელს ბუნებრივი აირის პროდუქციამ 548.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაც 2006 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია (შემცირება გამოიწვია 2006-2007 წლის თბილმა ზამთრებმა).

გაზპრომი ფლობს მსოფლიოს ყველაზე დიდ მომმარაგებელ სისტემას – რუსეთის გაერთიანებულ გაზმომარაგების სისტემას – რომელიც გადაჭიმულია 156,9 ათას კილომეტრზე. გაზპრომის კომპანიების ჯგუფი ემსახურება ქვეყნებს 514,2 ათას კილომეტრზე გადაჭიმული მიღებით. კომპანია ექსპორტს აწარმოებს 32 ქვეყანასთან.

2005 წელს გაზპრომმა შეიძინა მილები, რომლებიც რუსეთიდან თურქეთს აწვდის რესურსს. ამავე წელს დაიწყო ახალი მშენებლობა, რომელიც სტაბილურად მიაწვდიდა გაზს ევროპას. 2006 წელს გაზპრომმა და იტალიურმა ენი-მ ხელი მოაწერეს “სამხრეთის მომარაგების” პროექტის განხორციელების მემორანდუმს, რომლითაც ბუნებრივი აირი გაივლის შავ ზღვაში რუსეთიდან ბულგარეთის სანაპიროს მიმართულებით.

თანდათანობით გაზპრომი იმყარებს პოზიციას LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) მარკეტში. 2005 წელს გაზპრომმა პირველად თხევადი აირით აშშ  მოამარაგა; 2006 წელს – დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა.

გაზპრომის ბიზნეს პრიორიტეტებია იამალის ნახევარკუნძული, აღმოსავლეთ სიბირი და შორეული აღმოსავლეთი.

იმისთვის, რომ გლობალურ ენერგოკომპანიად გადაიქცეს გაზპრომი ცდილობს საწვავის ბიზნესის განვითარებას. 2007 წლის თებერვალში სიბირის ნახშირის ენერგო კომპანიამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რაც განიზრახავს ამ ქვეყნების ენერგო-კომპანიების კარგად დაკვირვებასა და შესწავლას, რომ გამორიცხონ, წინასწარ განსაზღვრონ კომპანიათა რისკები.

გაზპრომი იბრძვით გარემოს დაცვის მისიით: გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, ინდუსტრიულ და ეკოლოგური უსაფრთხოების მისაღწევად.

მსოფლიო ყველაზე  დიდ ენერგო-კომპანიებს შორის გაზპრომს მესამე ადგილი უჭირავს. Petrochina (ჩინეთი) და Exxonmobile-ის (აშშ) შემდეგ. კომპანია აგრეთვე ფლობს აქციებს რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებში და აქვს დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ქსელი.

გაზპრომ-მედია რუსეთში ყველაზე დიდი მედია სამფლობელოა, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა, როგორც გაზპრომის საკუთრება. 2001 წელს მან შეიძინა ტელეკომპანია ნტვ, იმდროისთვის რუსეთის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია. 2005-ში გაზპრომ-მედიამ შეიძინა გაზეთი “იზვესწია” – წამყვანი ეროვნული გაზეთი. 2005 წლის აგვისტოში გაზპრომმა საკუთრება მიყიდა გაზპრომბანკს.

გაზპრომ მედია ფლობს ტელევიზიებს: NTV, NTV Plus, TNT.

რადიოებს: Echo of  Moscow, Relax  FM 90.8,  First  Popular Radio, Radio NEXT ,CITY-FM 87.9
ბეჭდვით პუბლიკაციებს:  Seven Days Editorial House, Itogi (magazine), Seven Days TV program, Caravn of Stories, Headquarters (magazine), Tribuna, Izvestia, Peterburgski Chas Pik

კომპანიის დაარსება 1940-იან წლებში დაიწყო, როცა სსრკ-ს კომისიამ სარატოვის მახლობლად მილების ჩაყრა დაიწყო, რომლითაც მოსკოვი საკუთარი ბუნებრივი აირით მომარაგდებოდა. 1970-იან – 80-იან წლებში გაზის რესურსები აღმოაჩინეს სიბირში, ურალსა და ვოლგის რეგიონში. გორბაჩოვის მმართველობის დროს შეიქმნა სპეციალური სამინისტრო ბუნებრივი აირის მოძიებისა და დისტრიბუციისთვის. 1992 წლისთვის ეს სამინისტრო გადაკეთდა გაზპრომის კომპანიად. 2004 წლისთვის მან მონოპოლია მოიპოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის, ესტონეთის, ფინეთის, მაკედონიის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის და სლოვაკეთის ენერგო რესურსებიტ მომარაგებაზე. ამ კომპანიისგან ბულგარეთი იღებს ბუნებრივი აირის 97%-ს, თურქეთი – 67%-ს, გერმანია – 36%-ს, საფრანგეთი – 25%-ს.

პრივატიზაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება და გაზპრომი დარჩნენ მოკავშირეებად. რუსეთის ხელისუფლებამ აიმაღლა ფსონი გაზპრომში 38%-იდან 50%-მდე.

საეჭვო ვითარება შეიძინა გაზპრომმა ბუნებრივი აირის საბადოსიბირში საწვავის მწარმოებელი კომპანიისგან BP. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა გიგანტმა კომპანიამ ზეწოლით გააყიდვინეს ბიპის საბადო, როგორც ეს სხვა კომპანიების შემთხვევაში მოხდა: მარგეულირებელი წესწების გამკაცრებითა და გადასახადების გაზრდით.

“გაზპრომს არ “უყიდია” ბუნებრივი აირის საბადო ბიპისაგან. ეს არ იყო მყიდველისა და გამყიდველის ნორმალური ტრანსაქცია. ეს იყო კონფისკაცია, უფრო სწორად, იძულებითი გაყიდვა.” – ამას წერდა The  Wall Street Journal და The New York Times.

გაზპრომმა ზაფხულიდან მოყოლებული უკანსვლა დაიწყო, რაც ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. 3.1 დოლარი (ყველაზე ძვირიდან), რომელიც მაისის შუა რიცხვებში ერთი კუბური მეტრი აირი ღირდა, თანდათან იკლებს.

General Motors-ის პრეზდენტმა ჩარლზ უილსონმა თავის კომპანიას უთხრა: ” რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიკეთო, ჯენერალ მოტორსისთვისაც საუკეთესოა და პირიქით.” ეს გამონათქვამი რუსეთის გაზპრომსაც მოუხდებოდა.

ურთიერთობა გაზპრომსა და რუსეთს შორის ძალიან ხშირად ბუნდოვანია, უფრო მეტად კი 2008 წელს, როცა გაზპრომის საბჭოს თავჯდომარე, დიმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი გახდა. ამ საბჭოს რამდენიმე წევრი “ორ ქუდს” ატარებს: ისინი მთავრობაშიც მუშაობენ.

მონოპოლიის ძირითადი საქმიანობა არის ბუნებრივი აირის გაყიდვა ევროპაში საბაზრო ტარიფით, რომ მოხდეს ენერგიის ღირებულების შიდა რეგულირება. კომპანია ჯერ კიდევ აკონტროლებს უფრო მეტ ჰიდროკარბონულ მარაგს, ვიდრე ერაყი. როდესაც ის გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის 2006 წელში, მისმა კაპიტალმა 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთში გაზპრომის როლი ბუნებრივ აირს მკვეთრად სცილდება. ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კომპანია იქცა იარაღად ცენტრალიზებული ხელისუფლების ხელში: მან შეიძინია ოპოზიციის ტელევიზიები, გაზეთები, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნა დამყოლ და დამჯერე ხელსაწყოდ. რაც შეეხება საზღვარგარეთ, კავშირი რუსეთის გარე პოლიტიკასა და გაზპრომს შორის ხანდახან ძალიან უხილავია და უფრო მეტატ კი თითქმის არარსებული.

გაზპრომმა გაზარდა ფასები ახალი დემოკრატიული ქვეყნებისთვის რუსეთის საზღვრებთან:

2006 წლის პირველ იანვარს მოსკოვის დროით ათ საათზე, გაზპრომმა უკრაინას შეუწყვიტა გაზით მომარაგება და მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, გადაეხადა გაზრდილი ტარიფი, რაც ბუნებრივ საწვავზე გლობალურმა ფასის ზრდამ გამოიწვია. კრემლს არ მოსწონდა უკრაინის ხელმძღვანელობის  მზარდი დასავლური ორიენტაცია. 2006 წლის სამი იანვრიდან ოთხ იანვრამდე Naftogas of Ukraine-მა და გაზპრომმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც დროებით გადაწყვიტა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული გაზის ფასთან დაკავშირებული კონფლიქტი. 2008 წლის 13 მარტს გაზპრომი დასთანხმდა უკრაინას წლის ბოლომდე გაზით მომარაგებაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დადებდა ხელშეკრულებას სხვა ორგანიზაციებთან, ეს ნაბიჯი კი მათი ვარაუდით, დაასრულებდა მათ შორის არსებულ საგადასახადო დავას. უკრაინა გადაიხდიდა 315$ (115£)-ს  1000კუბური მეტრისთვის ამავე წლის იანვარსა და თებერვალში, ხოლო მარტიდან დეკემბრამდე 179,50$ -ს 1000კუბური მეტრისთვის.

2006 წლის 3 აპრილს გაზპრომმა განაცხადა, რომ იგი ბელორუსიას 2006 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ბუნებრივ აირს გაასმაგებული ტარიფით მიაწვდიდა. 2006 წლის დეკემბერში გაზპრომი ემუქრებოდა ბელორუსიას, რომ იგი 2007 წლის პირველ იანვარს, მოსკოვის დროით დილის ათ საათზე ბელორუსიას გაზის მიწოდებას შეუწყვეტდა, სანამ იგი არ გადაიხდიდა გაზრდილ ტარიფს (რაც გულისხმობდა გადასახადის გაზრდას $47- დან  $200-მდე 1000კუბურ მეტრზე) ან სანამ არ დათმობდა თავის ქსელებზე კონტროლის უფლებას.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ მოსკოვი აჯარიმებდა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რადგანაც იგი აქტიურად არ ცდილობდა რუსეთთან დაახლოებას. სხვები ფიქრობდნენ, რომ დანარჩენი მეგობრული სახელმწიფოები (მაგალითად ისეთი, როგორიც სომხეთია) იხდიდნენ ისეთივე ტარიფს, როგორსაც გადაიხდის ბელორუსია საფასურის გაზრდის შემდეგ.

მოგვიანებით, რადგანაც ბელორუსია უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, გაზპრომმა მოითხოვა $105. მათ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზის მიწოდება შეწყდებოდა, დაზარალდებოდა გაზპრომი, რადგან ეს ევროპისათვის გაზის მიწოდებას შეუშლიდა ხელს.

2007 წლის პირველ იანვარს, დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე ბელარუსიასა და გაზპრომს შორის დაიდო ,,ბოლოწუთიანი’’ შეთანხმება. შეთანხმების თანახმად, 2007 წელს ბელარუსიას ევალებოდა $100-ის გადახდა  1000 კუბური მეტრისთვის. აგრეთვე, გაზპრომს შესაძლებლობა ეძლეოდა, Beltransgaz-ის აქციათა 50% შეესყიდა. ამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ბელორუსიამ გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი რუსული გაზის ფასი იქნებოდა $42/ტონა.

გარკვეული დროის განმავლობაში კრემლის საგარეო პოლიტიკა და გაზპრომის კომერციული ინტერესები იკვეთებოდა -  კრემლის ოპონენტების დასჯამ კომპანიას მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. ეს მოდელი წარმატებული იყო: რუსეთის ხელისუფლების თვალში გაზპრომი იქცა ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ეტალონად, რომელიც გააერთიანებდა ინდუტრიებს ავტო-ქარხნებიდან ნავთობამდე და აქცევდა უდიდეს მფლობელობად, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებდა, თუმცა გახსნილი იქნებოდა უცხოელი ინვესტორებისთვის.

მაგრამ, როდესაც ენერგიის გლობალური ფასები დაეცა 2008 წლის მეორე ნახევარში, გაზპრომიც დაზარალდა. აქციების საერთო ფასი 76%-ით დაეცა, მთლიანი წლის კურსთან შედარებით. გაზპრომის პრობლემები, რა თქმა უნდა, კრემლის პრობლემებიც იყო. (კომპანია რუსეთს უხდის იმ რაოდენობის გადასახადს,  რაც ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.)

აუცილებელი გახდა შემოსავლების გაზრდა. ამიტომაც 2009 წლის იანვარში განახლდა უკრაინასთან კავშირი. გაზპრომი ყოყმანობდა ევროპაში გაზის ექსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. ამის გამო, ევროპის ქვეყნები დაზარალდნენ: სამი კვირის განმავლობაში გაზის მიუწოდებლობამ ასობით და ათასობით ოჯახი დატოვა გათბობის გარეშე და დააზარალა ასობით ქარხანა.

19 იანვარს რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ გადაეჭრათ პრობლემა უკრაინა-ევროპის დამაკავშირებელ საწვავის ტრანზიტთან დაკავშირებით. ასევე ითქვა, რომ ისინი სასწრაფოდ აღუდგენდნენ და მიაწოდებდნენ საწვავს იმ ქვეყნებს, სადაც ოჯახები დაზარალდნენ, გაზის უქონლობის გამო. უკრაინა მიიღებდა საწვავს და მოგვიანებით დაფარავდა სატრანზიტო გადასახადებს.

მოსალოდნელია, რომ ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა 2009 წელს. შედეგად კი, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი გაზპრომის გამომუშავებაც შემცირდება. ამ ყოველივემ შესაძლოა, რუსული კომპანიების ამბიციურ საინვესტიციო გეგმებზეც მოახდინოს ზეგავლენა.
 
,,დიდი კითხვა არის ის, თუ რამდენით შემცირდება მოთხოვნა ამ წელს’’- განაცხადა რონ სმიტმა, რუსეთის ,,ალფა ბანკის’’ მთავარმა სტრატეგმა.
 
,,უკვე ნათელია, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ წინა წლის ბოლოს დამტკიცებულ ჩვენი წარმოების გეგმას.’’ –განაცხადა ანდრეი კრუგლოვმა, გაზპრომის თავმჯდომარემ.
 კრუგლოვმა აგრეთვე განაცხადა, რომ საჭიროა, გაზპრომმა ამ წელს რამდენჯერმე გადახედოს თავის საინვესტიციო პროგრამას (წელიწადში ორჯერ კომპანია, როგორც წესი, ყოველთვის ამოწმებს გასავალის ოდენობას).

გაზპრომი, რომელიც ევროპის მეოთხედს აკმაყოფილებს ბუნებრივი აირით, იანვარში  $2 მილიარდ დოლარამდე დანაკარგზე მიუთითებს. რაც გამოიწვია უკრაინასთან არსებულმა საგადასახადო უკმაყოფილებამ, რის დროსაც მათ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში შეუწყვიტეს
ევროპას გაზის მიწოდება. თებერვალში გაზის კომპანიამ განიცადა პროდუქციის 16%-ით ვარდნა.

 

მარი ნიკურაძე, თეო კოკიჩაიშვილი, მარგო ჯაფარიძე

Advertisement

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.